ნორვეგიის სასამართლო
დღეს 77 ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილ ანდრეს ბრეივიკს გაასამართლებს.
ნორვეგიელი
ტერორისტის სასამართლო პროცესს 200– მდე ჟურნალისტი გააშუქებს. საქმის
მასშტაბურობიდან გამომდინარე ადგილობრივმა სამართალდამცავებმა ზომები მიიღეს და
სასამართლოს პირველი ნაწილი საზოგადოებისთვის ღია იქნება, მოერე ნაწილი კი დახურულ
კარს მიღმა გაგრძელდება.
ნორვეგიაში მოქმედი ტერორიზმის მუხლის შესაბამისად, ტერორისტს თავისუფლების 21 წლით
აღკვეთა
ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ
ბრეივიკმა გასული წლის ივლისში ოსლოში ტერაქტი მოაწყო, შემდეგ კი კუნძულ ოტოიაზე
ცეცხლი გაუხსნა ახალგაზრდების ჯგუფს, დაღუპულ
77 ადამიანს შორის ქართველი გოგონა - თამთა ლიპარტელიანიც იყო.
internet.ge