შეარაღებული პირები კახეთის
გზატკეცილზე არსებულ „გალფის“
ბენზინგასამართ სადგურზე შეიჭრნენ და 4 500 ლარი იარაღის მუქარით გაიტაცეს.
არსებული ინფორმაციით, დღეს დილით დაახლოებით 7:00 საათზე ბენზინგასამართ სადგურზე ორი შეიარაღებული პირი
შეიჭრა, რომლებმაც მენეჯერს იარაღის ტარი თავში ჩაარტყეს, შემდეგ გასაღები წაართვეს და
თანხა გაიტაცეს.
როგორც კომპანიის თანამშრომლები აცხადებენ, ყაჩაღური ჯგუფი სამი
პირისგან შედგებოდა, ორ მათგანს თან ცივი იარაღი ჰქონდა, ერთი კი ცეცხლსასროლი იარაღით იყო შეიარაღებული.
ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებოდნენ. პოლიციელებმა სათვალთვალო
კამერით გადაღებული ვიდეომასალა ამოიღეს.
მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.
რაც შეეხება დაზარალებულს, დაშავებული თანამშრომელი სასწრაფო
დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში მოათავსა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
internet.ge