26 წლის
ახალგაზრდა ქალის ავარიის შედეგად მკვლელობის შემდეგ დსთ-ის ქვეყნების გენერალური
პროკურორების საკოორდინაციო საბჭოს წევრი პროკურორი მიმალვაში იმყოფება, სავარაუდოდ,
ჩრდილოეთ კავკასიაში.
პოლიციამ
დაადგინა „მერსედესი“, რომლითაც მოსკოვში ავარია მოხდა.
პროკურორი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა და შეჯახების შემდეგ მანქანის
გაჩერება არც უცდია.
დადგინდა, რომ
გაქცეული 41 წლის ზამირ აბდულკერიმოვია. მას დაუკავშირდნენ, თუმცა პროკურორმა
განაცხადა, რომ მინვოდში სამკურნალოდ არის ჩასული და სამართალდამცველებს ავარიასთან
დაკავშირებით ახსნა-განმარტებას მას შემდეგ მისცემს, რაც კურორტიდან დაბრუნდება.
მკვლელობაში
ეჭვმიტანილის საკუთარი ძალებით მოძებნა და დაკავება კი მოსკოვის პოლიციამ ამ
დრომდე ვერ მოახერხა.
Internet.ge