პაკისტანში მიმდინარეობს
აქციები თალიბების წინააღმდეგ, რომლებმაც 14 წლის გოგონა, რომელიც თანატოლების
უფლებებისათვის იბრძოდა, სამოქალაქო აქტიურობისათვის დასაჯეს და თავში დაჭრეს.
ცნობილია, რომ მალალა
იუსაფზაი სკოლიდან შინ ავტობუსით უნდა წასულიყო. სწორედ იმ მომენტში, როცა ტრანსპორტში
ჯდებოდა, მასთან წვეროსანი მამაკაცი მივიდა და სახელი ჰკითხა, რის შემდეგაც ცეცხლი
გაუხსნა.
გოგონა მძიმე
მდგომარეობაშია და შესაძლოა, საზღვარგარეთულ კლინიკაში სასწრაფოდ გადაყვანაც
გახდეს საჭირო.
თალიბანმა უკვე აიღო
მომხდარი საკუთარ თავზე. მოძრაობის წარმომადგენელმა ეხსანულა ეხსანმა განმარტა,
რომ გოგონას თავს იმის გამო დაესხნენ, რომ ის თალიბების მიერ აღიარებულ ცხოვრების
წესს ეწინააღმდეგებოდა. ეხსანმა დასძინა, რომ დანდობა არც ამის შემდეგ იქნება.
იუსაფზაიმ კი სახელი 2009
წელს გაითქვა, როცა 11 წლის იყო და აწარმოებდა დღიურს, სადაც თალიბების შესახებ
წერდა, რომლებიც თავის მიერ კონტროლირებულ სვატის ველზე ხურავდნენ სკოლებს
გოგონებისთვის.
დღიურში აღწერილი იყო, თუ
როგორ ცხოვრობდა ხალხი ბოევიკთა შიშით. გოგონას მშობლები ქალიშვილის საქმიანობას
მხარს უჭერდნენ. იუსაფზაი დღიურს არა თავისი სახელით, არამედ ფსევდონიმით - გიულ მაკაის
სახელით აწარმოებდა. მისი მოღვაწეობა კი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც თალიბები განდევნეს
სვატის ველიდან, იუსაფზაიმ კი ვაჟკაცობის გამო ნაციონალური პრემია მიიღო.
internet.ge