პოლიციამ დააკავა ბრაზილიის ერთ-ერთი საქალაქო
საბჭოს დეპუტატობის კანდიდატი, რომელიც მხარდაჭერის სანაცვლოდ ამომრჩევლებს
კოკაინს ურიგებდა.
32 წლის კარმენ კრისტინა დე სილვა ლიმა არჩევნების
დღეს მანქანით გადაადგილდებოდა. ის ამომრჩევლებს საინფორმაციო ფურცლებთან ერთად,
პაკეტებში მოთავსებულ კოკაინს ურიგებდა.
პოლიციას ეჭვი დეპუტატობის კანდიდატის მანქანასთან
ადამიანთა თავშეყრამ აღუძრა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა სიტუაციის გარკვევა
სცადეს.
შედეგად, კანდიდატს აღმოუჩინეს კოკაინით სავსე 11
პაკეტი - ნარკოტიკის რაოდენობა ჯერ უცნობია.
ქალბატონს ადგილზევე წაუყენეს ბრალი და დააკავეს.
Internet.ge