ინციდენტი მოხდა ფანასკერტელის ქუჩაზე. რამდენიმე ახალგაზრდა პირი მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლს თავს დაესხა და მას ფიზიკურად
გაუსწორდა.
თვითმხილველთა თქმით, 41 წლის ბადრი ქოჩიბაძე 42 ნომერ ავტობუსს
მართავდა, როდესაც ორმა უცნობმა პირმა ავტომობილით გზა გადაუჭრა.
უცნობებმა მძღოლი ავტობუსიდან ძალით
გადმოიყვანეს და სცემეს.
დაზარალებული ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას
შესაბამისი მკურნალობა გაეწია.
მომხდარზე უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს
გამოძიება.
Internet.ge