GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ბრეივიკი თავს „სამხედრო მეთაურად“ მიიჩნევს და სამხედრო ტრიბუნალს მოითხოვს
13:04 16.04.2012
დღის სიახლეები

ოსლოში ნორვეგიელი ტერორისტის ანდერს ბრეივიკის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 

ნორვეგიის ისტორიაში პირველად, გადაწყდა, რომ სასამართლოს სხდომა პირდაპირ ეთერში იქნება ტრანსლირებული. გამონაკლისი იქნება მხოლოდ თავად ბრეივიკის სიტყვა, რადგან მოსამართლე მიიჩნევს, რომ ტერორისტი, თავის გამოსვლას, საკუთარი იდეების პროპაგანდირებისთვის გამოიყენებს.

სხდომას პირდაპირ ეთერში ნორვეგიული სამაუწყებლო კომპანია NRK გადასცემს, ვიდეოტრანსლაციის ყურება კი ინტერნეტ-საიტ Sky News-ზეა შესაძლებელი.

ბრეივიკი ტყვიაგაუმტარ კაბინაშია მოთავსებული, რადგან რამდენიმე დღის წინ მან განაცხადა, რომ მოკვლით ემუქრებიან.

ტერორისტი უკვე მიესალმა სასამართლოს და ეს ნაცისტური ჟესტით გააკეთა. მან უკვე ისიც განაცხადა, რომ არ სცნობს ნორვეგიულ სასამართლოს, რამდენადაც ქვეყნის ხელისუფლება მულტიკულტურალიზმის იდეას უჭერს მხარს. მან, ასევე, თავი „სამხედრო მეთაურად“ მიიჩნია და აღნიშნა, რომ მისი საქმე არა ჩვეულებრივმა სასამართლომ, არამედ სამხედრო ტრიბუნალმა უნდა განიხილოს.

ანდერს ბრეივიკს, რომელმაც 77 ადამიანი მოკლა, 21 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. თუმცა ეს იმ შემთხვევაში, თუ მას შეურაცხადად ჩათვლიან. როგორც ცნობილია, არსებობს ორი ფსიქიატრიული დასკვნა. ერთის თანახმად ბრეივიკს სერიოზული პარანოიალურ-შეზოფრენული პრობლემები აქვს, მეორეს თანახმად კი ის ფსიქიკურად ჯანმრთელია. საბოლოო გადაწყვეტილებას ამის შესახებაც სასამართლო მიღებს. თუ სასამართლო ბრეივიკს შეურაცხადად სცნობს, ტერორისტს განუსაზღვრელი ვადით იძულებითი მკურნალობა მოელის.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო1
ქართველებმა ევროლიგა დაიწყეს - მარკოიშვილის 13 და შერმადინის 92
მარიონეტულმა რეჟიმმა ენგურის ხიდი კვლავ ჩაკეტა3
გიგანტური ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ხალხს შიშის ზარს სცემს (VIDEO)4
ცვილის მუზეუმში აჭარის ყოფილი ლიდერის - ასლან აბაშიძის ქანდაკებაა განთავსებული5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X