პოლიციის ორ
თანამშრომელს 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა იმის გამო, რომ ქრთამი აიღეს,
რათა დაკავებული პედოფილი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან ეხსნათ.
სამართალდამცველები
სასჯელს სვერდლოვსკის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხდიან. მათ უკვე ჩამოართვეს
წოდებებიც.
საუბარია 200
ათასი რუბლის ოდენობის ქრთამის აღებაზე, რომელიც პოლიციელებს სერგეი ტოლსტოლობოვმა
გადაუხადა.
ამ ადამიანს
ბავშვების მშობლებმა უჩივლეს. დაკავებულია თავად პედოფილიც, მას 12 წლით
თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ტოლსტოლობოვს ბრალად 26 ეპიზოდში მონაწილეობა
დაუდგინეს, რა დროსაც მას 10 მოზარდ ბიჭუნასთან ჰქონდა კავშირი.
Internet.ge