იტალიაში საქართველოს ორი მოქალაქე ძარცვის ბრალდებით დააკავეს.
ერთ-ერთი შემთხვევის დროს ქალაქ ბარში, 31 წლის მამაკაცმა სავაჭრო ცენტრიდან 300
ევროს ღირებულების საქონლის გატანა სცადა.
მეორე შემთხვევის დროს კი,
ერთ-ერთ მაღაზიაში 37 წლის მამაკაცმა ნაქურდალთან ერთად გაქცევა სცადა,
თუმცა ის სამართალდამცველებმა ადგილზევე დააკავეს.
ამ დროისათვის დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ვინაობა უცნობია.
internet.ge