„ნაციონალური მოძრაობა“ ხაშურის მაჟორიტარობის კანდიდატზე ზეწოლის
ფაქტების გამოძიებას ითხოვს. ამასთან დაკავშირებით, დღეს,
მოძრაობის ლიდერები - დავით ბაქრაძე და გიორგი ბარამიძე ხაშურში
იმყოფებოდნენ, სადაც სპეციალური ბრიფინგი გამართეს.
ბაქრაძის განცახდებით, ისინი არ დაუშვებენ, რომ მოქალაქეებზე მუქარა,
დაშინება და შანტაჟი განხორციელდეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის
ბაჩო ქიტიაშვილის განცხადებით კი მის მიმართ „ქართული ოცნების“ წევრის ვალერი
გელაშვილის მხრიდან მუქარა ხორციელდება.
„მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, საერთაშორისო ორგანიზაციებს,
ყურადღება მიაქციონ ხაშურში არსებულ სიტუაციას და გამოძიებული იქნას აღნიშნული
ფაქტები“,- განაცხადა გიორგი ბარამიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
internet.ge