ზღულაძე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე 10 თვის ბარბარეს მკვლელობის დეტალებს არ ახმაურებს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის
შემსრულებლის ეკა ზღულაძის განცხადებით, გურჯაანის რაიონის
სოფელ კოლაგში გარდაცვლილი ბარბარე რაფაიანცისის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება გაძლიერებულ რეჟიმში მიმდინარეობს.
„სამხარეო სამმართველო აქტიურად აგრძელებს მუშაობას, უკვე ჩატარდა ექსპერტიზა, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა დეტალების გახმაურებისგან თავს შევიკავებ“,- განაცხადა ზღულაძემ.
შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს, სოფელ კოლაგში, 10 თვის ბავშვი ქვევრში
დამხრჩვალი იპოვეს.
internet.ge