ვაკე-საბურთალოს რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა
გაგარინის
ქ. #10-ში მდებარე ლომბარდის
ყაჩაღობაში ეჭვმიტანილი შალვა ხიმიკაძე დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული ლომბარდის თანამშრომელმა შალვა ხიმიკაძემ თავად ჩაიდინა.
„ვაკე-საბურთალოს რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა შალვა ხიმიკაძე დააკავეს. შალვა ხიმიკაძემ გაგარინის ქ. #10-ში მდებარე ლომბარდი დააყაჩაღა. სამართალდამცავებმა ლომბარდის დაყაჩაღების შესახებ დღეს დილით შეიტყვეს.
მოგვიანებით
გამოძიებამ
დაადგინა,
რომ დანაშაული ლომბარდის თანამშრომელმა შალვა ხიმიკაძემ თავად ჩაიდინა. ხიმიკაძე დანაშაულს აღიარებს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მე-2 ნაწილით წაუყენეს“,-
აღნიშნულია განცხადებაში.
internet.ge