‘’პრესა.ჯი" გიგა ლიპარტელიანის წიგნის მიხედვით, გადაღებული
დოკუმენტური ფილმის: ‘’სიმართლე, რომელიც ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, ანუ ვინ არის
ბიძინა ივანიშვილი" პირველ ნაწილს ავრცელებს. ჟურნალისტური გამოძიება საინფორმაციო
- ანალიტიკური სააგენტო ‘’რეპუტაციას" ეკუთვნის.
ფილმში - ‘’ორი რუსული მკვლელობის ერთი ქართველი შემკვეთი",
საუბარია ორი ძმის: ამირან და ოთარ კვანტრიშვილის მკვლელობაზე, რომელსაც პუბლიცისტი
საქართველოს მომავალ პრემიერ-მინისტრს, ბიძნა ივანიშვილს უკავშირებს.
ჟურნალისტი ყვება, რომ მკვლელობათა სერია1993 წელს,
ოთარ კვანტიშვილის უფროსი ძმის, ამირან კვანტრიშვილის მკვლელობით დაიწყო. გავრცელებული
ინფორმაციით, ამირან კვანტრიშვილი ჩეჩეჩენი ბოევიკების მსხვერპლი გახდა, თუმცა ამ საქმეზე
დღემდე დაკითხულიც კი არავინ არის. ამ მკვლელობიდან ერთი წლის შემდეგ კი კლავენ ოთარ კვანტრიშვილს.
გიგა ლიპარტელიანი აღნიშნული მკვლელობების კვლევამ ივანიშვილთან
მიიყვანა. ის აცხადებს, რომ 1991-1992 წლებში ბიძინა ივანიშვილმა გახსნა ბანკი ‘’რასიისკი
კრედიტი", საიდანაც მკვლელობათა სერია იწყება. ჟურნალისტის
თქმით, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ბანკ "რასიისკი კრედიტში" ვასილ ანისიმოვის ვიცე-პრეზიდენტად დანიშვნის შემდეგ საჭირო გახდა ძმებ ამირან და ოთარ კვანტრიშვილების ფიზიკური ლიკვიდაცია, რომლებსაც ალუმინის ბიზნესში ინტერესები ჰქონდათ.
ჟურნალისტი ყვება, რომ იმ დროისთვის რუსეთში დიდ ბიზნესებს
ლობისტი კანონიერი ქურდები და დაქირავებული ქილერები ჰყავდა. ‘’ბიძინას ბანკი ცნობილი
იყო ქილერით - ალექსანდრე სალუკინით. ეს იყო ბიძინას ბანკის დაქირავებული ქილერი"
- აცხადებს გიგა ლიპარტელიანი.
ლიპარტელიანი ყვება, რომ ქილერი ალექსანდრე სალუკინი
პოლიციამ დააკავა, მის დაკავებას სამი პოლიციელი ემსხვერპლა, დაჭრილი იყო თავად სალუკინიც.
მან გამოძიებას ჩვენება მისცა და ოთარ კვანტრიშვილის მკვლელობა აღიარა. ჟურნალისტის
თქმით, კრემლში ყველამ იცოდა, რომ ის ხელს დაადებდა ივანიშვილს, რის გამოც მკვლელი
ციხიდან გააპარეს, ის ჯერ საბერძნეთში გადაიყვანეს, შემდეგ კი მოკლეს. 1997 წელს ალექსანდრე
სალუკინისა და მისი მეგობარი გოგონას ცხედრები დანაწევრებული, ჩემოდანში იპოვეს.
გიგა ლიპარტელიანი ფილმში კვანტრიშვილების მკვლელობის
შემკვეთად ბიძინა ივანიშვილს ასახელებს და დეტალურად ყვება, ივანიშვილის ბიზნესინტერესებსა
და დანაშაულებრივ საქმიანობაზე.
Internet.ge