აფრიკული
აშანტის ხალხების მეფეს ოტუმფუო ოსეი ტუტუ მეორეს ბოროტმოქმედებმა ის ჩემოდანი
მოჰპარეს, რომელშიც შეუფასებელი
ძვირფასეულობა ელაგა.
მონარქი
ნორვეგიაში კონფერენციაზე იყო ჩასული. თუმცა რატომ წაიღო თან თავისი
წინამორბედების მიერ ნაგროვები ძვირფასეულობა, ძნელი სათქმელია.
ახლა ტუტუს ამალა მოპარული ნივთების შეფასებაზე იმტვრევს თავს.
თუმცა ქურდების
მოძებნის შანსი არსებობს - ისინი სასტუმროს სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.
ამასობაში კი
ტუტუ მეორეს თავისი ხალხი ედავება - რას აკეთებს ეს კაცი ოსლოში ამ ოქროთი,
რომელიც მას მემკვიდრეობით სხვა მეფეებისგან გადაეცა?
ზოგიერთები კი
საერთოდაც ვარაუდობენ, რომ ქურდობა თავად ტუტუს ჩანაფიქრია, რომელსაც ოქროს
გადადნობა აქვს გადაწყვეტილი, რათა ვალები გაისტუმროს.
ტუტუ მეორის
ხალხი განასა და კოტ დიუარის ტერიტორიაზე ცხოვრობს, სადაც მონარქის ტიტული
ფორმალურია.
Internet.ge