პოლიციამ
დაასრულა 2 წლის ბავშვის მკვლელობის საქმის გამოძიება. ამერიკელ სამართალდამცველთა
ვერსიით, მაირა როზალესი, რომელიც იშვიათი დაავადებით არის ავად და 500 კილოგრამს
იწონის, დისშვილის მკვლელობას დის გადასარჩენად იბრალებდა.
როზალესს
პათოლოგიური სიმსუქნე სჭირს, ის მსოფლიოში ყველაზე მსუქან ქალად ითვლება.
როზალესი
მუდმივად უყურებდა სცენას, როგორც სცემდა მისი და საკუთარ შვილს. ამასთან,
ექიმებმაც დაადგინეს, რომ პატარა სწორედ ცემის შედეგად დაიღუპა. თუმცა სიმართლის
გარკვევამდე მკვლელობას თავის თავზე სწორედ მაირა იღებდა, რომელსაც დის გადარჩენა
სურდა, რადგან მას სხვა შვილებიც ჰყავდა.
ამასთან,
ბავშვის მკვლელობის შემდეგ როზალესი ისე ცუდად გახდა, რომ მისი საავადმყოფოში
გადაყვანა გახდა აუცილებელი. 500 კილოგრამიანი ქალის ბინიდან გაყვანას და
ტრანსპორტირებას სპეციალური ძალების მობილიზება დასჭირდა: 10 ადამიანი და
გრანდიოზული მანქანა.
საბოლოოდ,
მკვლელ დედას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რის გამოც მაირა ძალიან
წუხს, თუმცა ამბობს, რომ მისი და, ალბათ, ჭკუას ისწავლის.
Internet.ge