ექიმებმა
მშობლებს განუცხადეს, რომ ავტოავარიაში მოყოლილი 19 წლის გოგონას ტვინი გათიშული
ჰქონდა და მათ ორგანოების ამოკვეთაზე თანხმობა სთხოვეს, რათა სხვა პაციენტები
გადარეჩინათ.
სამმა დღემ,
რომელიც მშობლებს ფიქრისათვის დასჭირდათ, კარინა ძალადობრივ სიკვდილს გადაარჩინა:
აპარატმა დააფიქისრა, რომ გოგონა სიცოცხლეს უბრუნდებოდა.
პაციენტი ახლა
უკვე კარგად გრძნობს თავს, მშობლებმა კი სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ისინი
ექიმებს უჩივიან, რომ მათი ცოცხალი ქალიშვილისათვის, უპასუხისმგებლობისა თუ
შეგნებული სიცრუის გამო ორგანოების ამოკვეთა ჰქონდათ გადაწყვეტილი.
ამ შემთხვევამ
დანიაში დიდი რეზონანსი გამოიწვია.
საავადმყოფოში,
სადაც კარინა იწვა, ახლა მოკვლევა ტარდება, დანიის ხელისუფლებამ კი უიმედო
ავადმყოფების ორგანოების ტრანსპლანტაციის წესის გადახედვა დაიწყო.
Internet.ge