ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კოალიცია „ქართული ოცნების“ სარჩელი არ დააკმაყოფილა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლენტეხის
შტაბის სარჩელი არ დააკმაყოფილა.
მოსარჩელე მხარე 14 უბნის შედეგების გაუქმებას მოითხოვდა. მათი თქმით, შემაჯამებელ
ოქმებში ციფრები გადასწორებული იყო.
არ დაკმაყოფილდა „ქართული ოცნების“ ქედის დეპუტატობის სარჩელიც. კოალიციის
წრამომადგენლები ქედის #80-ე უბნის შედეგების გაუქმებას ითხოვდნენ.
ამასთან, კოალიციის წევრები უბნებზე „ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის“ კანდიდატების მოხსნას მოითხოვდნენ.
Internet.ge