ქალაქ კიზილურტის
შემოგარენში ნაპოვნია და გაუვნებელყოფილია ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლის
სიმძლავრეც, რესპუბლიკის „ფსბ“-ს მონაცემებით 10 კილოგრამი ტროტილის ეკვივალენტი
იყო.
ბომბი ერთ-ერთი სამთავრობო
შენობის სიახლოვეს აღმოაჩინეს.
დღესვე, დაღესტანში
დააკავეს 11 ადამიანი, რომლებსაც შეიარაღებული ფორმირებების წევრობასა და ბოევიკთა
დახმარებაში ედებათ ბრალი. სახლში, სადაც ისინი დააკავეს, ასევე ასაფეთქებელი
მოწყობილობებია აღმოჩენილი.
შეგახსენებთ, ბოევიკთა
წინააღმდეგ ბრძოლისთვის ჩრდილოეთ კავკასიაში, კერძოდ დაღესტანში, რუსეთმა უკვე
ჩართო რუსული არმიის ნაწილები.
Internet.ge