ძვირფასეულობა და ფული მოსკოველი ადვოკატის
სახლიდან სპეციალური აღჭურვილობის წყალობით გაიტანეს.
გამოძიების ვერსიით, ძარცვა განახორციელა
პროფესიონალთა ჯგუფმა, რომლებიც ჯერ სახლის სახურავზე ავიდნენ, შემდეგ კი
ალპინისტთა აღჭურვილობით მერვე სართულის აივანზე დაეშვნენ, კარის მინა ამოიღეს და
ბინაში შევიდნენ.
მათ სეიფის გახსნაც შეძლეს, საიდანაც ძვირფასეულობა
და ფული, - 5,8 მილიონი დოლარი და 750 ათასი ევრო აიღეს.
მთლიანად მატერიალური ზარალი კი 240 მილიონ რუსულ
რუბლს შეადგენს.
სამართალდამცველები ჯერჯერობით მძარცველთა კვალზე
ვერ გავიდნენ. პოლიციაში ამბობენ, რომ ისინი, საკმაოდ სუფთად მოქმედებენ, თუმცა
ვარაუდობენ, რომ მძარცველთა შორის ადვოკატთან დაახლოებული პირიც იმყოფებოდა.
Internet.ge