როგორც ირკვევა, პოლიციელი ნასვამ მდგომარეობაში
მართავდა საჭეს. ამიტომაც მან ვერ შენიშნა მამაკაცი, რომელიც გზაზე გადადიოდა. ის
ადგილზევე გარდაიცვალა.
შემთხვევის მოწმეები მისივე კოლეგები გახდნენ, რომლებმაც სამართალდამცველი
ადგილზევე დააკავეს.
დაკავებული რუსეთის შსს-ს სისხლის სამართლის
სამძებროს განყოფილების უფროსი, პოლიციის მაიორი სერგეი კუდრიავცევი აღმოჩნდა.
ცნობილია, რომ რუსეთში ნასვამი მძღოლების
გამოსავლენად ცოტა ხნის წინ შსს სპეციალურ რეიდებს ატარებს.
მომხდარის გამო, სმის მოყვარულ თანამშრომელთა
გამოსავლენად თავად სამინისტროშიც დაიწყო.
Internet.ge