საბერძნეთში დაკავებულ ე.წ. კანონიერ ქურდებს შორის ქართველი კრიმინალებიც არიან
საბერძნეთში ე.წ.
კანონიერი ქურდები დააკავეს. ცნობილი ხდება, რომ მათ შორის არა ერთი ქართველია.
ისინი საბერძნეთში ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის მიზნით ჩავიდნენ.
შედეგად, პოლიციის ხელში
აღმოჩნდნა 20-მდე ე.წ. კანონიერი ქურდი. ესენი არიან მეტსახელებით ცნობილი: ტახი,
ჩირუ, ნიკუ, გურამ კვეჟო და ვიტია პანა.
ბოლო პერიოდში საბერძნეთი
ე.წ. კანონიერ ქურდთა აქტივობის ადგილად იქცა. ქვეყანაში მუდმივად იმყოფება ამ
კასტის 30-დან 40-მდე წარმომადგენელი, რომლებიც მოლაპარაკებებს მართავენ, თუმცა,
„მშვიდობიანი კონფერენციის“ ჩატარებას ყოველთვის რაღაც უშლის ხელს. როგორც ამ
წრეში მიაჩნიათ, შეკრებები იშლება ერთ-ერთი დაჯგუფების მიერ, რადგან ფიქრობენ, რომ
„სხადნიაკი“ მათთვის ცუდი შედეგით დასრულდება.
დაუზუსტებელი ცნობებით,
საბერძნეთში დაკავებული ე.წ. კანონიერი ქურდები გელა ქარდავას ელოდებოდნენ,
რომელიც ქურდული კლანების კონფლიქტში ერთ-ერთი ოდიოზური ფიგურაა.
ქარდავას წინა შეხევდრა
ქუთაისელ ქურდებთან ჩხუბით დამთავრდა, ამ შეხვედრაზე კი კი მის ნაცვლად პოლიცია მივიდა.
Internet.ge