თურქეთში 29
წლის ახალგაზრდა ქალი ოთხმა მამაკაცმა გააუპატიურა.
ადგილობრივი გამოცემა “Milliyet” წერს, რომ რ.კ.-ს, რომელიც ქალაქ
ბურსის ერთ-ერთ პარკში იჯდა და ტიროდა, ახალგაზრდებმა შინ წაყვანა და დახმარება
შესთავაზეს, თუმცა ბოლოს ის სექსუალური ძალადობის
მსხვერპლი გახდა.
როგორც
ირკვევა, საქართველოს მოქალაქე თურქეთში მეგობრის სანახავად ჩავიდა, თუმცა 30 წლის
კ.ტ.-სთან ჩხუბი მოუვიდა. მან პარკში წასვლა გადაწყვიტა, სადაც „კეთილისმყოფელებს“
შეხვდა.
გამოძიება
აცხადებს, რომ ახალგაზრდა ქალს 3 დღის მანძილზე აუპატიურებდნენ. მოგვიანებით,
როგორც იქნა, მსხვერპლმა პოლიციასთან დაკავშირება მოახერხა.
სამართალდამცავებმა
იპოვეს ბინა, სადაც საქართველოს მოქალაქე
ჰყავდათ დამალული, მოძალადეები დააკავეს, მათ ბრალად ადამიანის გატაცება და
გაუპატიურება ედებათ.
Internet.ge