თბილისში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მდებარე „ლიბერთი
ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედმა
ბანკიდან 4 500 ლარის წაღება მოახერხა.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს შინაგან საქმეთა
სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სალომე მახარაძემ განუცხადა, ბანკი სავარაუდოდ სათამაშო იარაღით დააყაჩაღეს.
ამ დროისათვის, გადამოწმების მიზნით,
მიმდინარეობს ექსპერტიზა.
ბანკის თანამშრომლების განცხადებით, ბოროტმოქმედმა
თანამშრომლები საპირფარეშოში, ნაწილი კი, ოთახში ჩაკეტა და მათ გარეთ გამოსვლა
აუკრძალა.
internet.ge