ტრანსპორტირების დროს ავტომანქანიდან გაიტაცეს
კონტეინერები სისხლის პლაზმით, რომელიც ჰეპატიტითა და სიფილისითაა ინფიცირებული.
გამტაცებლებს ახლა მოსკოვის, ვლადიმირსკისა და
ნიჟეგოროდსკის პოლიცია გაერიანებული ძალებით ეძებს.
სპეციალისტები მოსახლეობას ამშვიდებენ, რომ
ინფიცირებულობის მიუხედავად, სისხლი, გარემოსა და მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის.
თუმცა იმ შემთხვევაში, თუკი მძარცველები მას კერძო კლინიკებს მიჰყიდიან,
საშიშროება სერიოზულია.
როგორც ირკვევა, ინფიცირებული სისხლი ვაქცინის
წარმოებისთვის იყო განკუთვნილი.
სულ გატაცებულია 20 პაკეტი, თითოეული 200 მილი ლიტრი სისხლით.
Internet.ge