ნიუ-იორკელი
პოლიციელები მორიგი სკანდალის გმირები გახდნენ. საჯარო გახდა ვიდეო, რომელშიც ორი პოლიციელი,
მათ შორის, ერთი ქალი, ბრუკლინის ებრაულ ცენტრში სასტიკად სცემენ უსახლკარო
მამაკაცს.
მამაკაცი
საბოლოოდ ხელისუფლების წარმომადგენლებზე თავდასხმის ბრალდებით, დაპატიმრების დროს
წინააღმდეგობის გაწევისა და სხვის კერძო საკუთრებაში შეჭრის ბრალდებით დააკავეს.
თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, ებრაული ცენტრის ადმინისტრაციას
უსახლკაროსათვის შენობის ერთ-ერთი ოთახში ცხოვრების უფლება თავადვე ჰქონდა
მიცემული.
Internet.ge