გადამღები ჯგუფი მოსახლეობის წერილის საფუძველზე იღებდა
სიუჟეტს იმის შესახებ, თუ როგორ დაანგრიეს ერთ-ერთი სახლის სარდაფი ბიზნესმენებმა,
რათა ლუდის ბარი მოეწყოთ. მაცხოვრებელთა თქმით, საყრდენი კედლების მონგრევის
შემდეგ მთელი შენობა ავარიული გახდა და
ბზარები გაუჩნდა.
ინცინდენტი მოსკოვის ცენტრში მაშინ მოხდა, როცა
ჟურნალისტი ბიზნესმენებისგან კომენტარის ჩაწერას ცდილობდა. ერთ-ერთი მათგანი
უეცრად დაესხა თავს კორესპონდენტს.
შედეგად, დამტვრეულია ვიდეოკამერა, ტელეარხ „Москва 24“-ის ოპერატორს
კი ცხვირი აქვს გატეხილი.
ეს ყველაფერი პოლიციის თანამშრომლის თვალწინ მოხდა
და შესაბამისად, თავდამსხმელები უკვე დაკავებულები არიან და მათ მიმართ სისიხლის
სამართლის აღძვრის საკითხს განიხილავენ.
Internet.ge