15 წლის მოზარდმა 26 წლის ისტორიის მასწავლებელს სცემა.
ჩებოქსარელ ახალგაზრდას პედაგოგის მიერ შენიშვნის მიცემა არ მოეწონა, თუმცა მისი მშობლები ამტკიცებენ, რომ მოზარდი მხოლოდ თავს იცავდა.
ცნობილია, რომ რამდენიმე მოსწავლე გართობის მიზნით ნიღბებით შეიჭრა ისტორიის გაკვეთილზე, პედაგოგმა კი შენიშვნა მისცა. სწორედ ამას მოჰყვა ხელჩართული ჩხუბი.
ვიდეო ინტერნეტში თავად მოსწავლეებმა გაავრცელეს.
შედეგად, მასწავლებელს ცხვირი გაუტყდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავად ბავშვის მამა კი ამტკიცებს, რომ მისი შვილიც ქალა-ტვინის ტრავმით კლინიკაშია მოთავსებული.
პედაგოგმა განცხადება შეიტანა პოლიციაში, რომ მოზარდს მიყენებული დაზიანებების გამო პასუხისმგებლობა დააკისრონ. ანალოგიური განცხადება ისტორიის მასწავლებლის დასჯის მოთხოვნით მოსწავლის მშობლებმაც დაწერეს.
უკვე ცნობილია სამართალდამცველთა პოზიციაც: მოსწავლე დამნაშავეა – ის გარიცხეს და აღრიცხვაზეც აიყვანეს.
Internet.ge