ბელორუსისა და ლიტვის საზღვარზე ლიტველმა მესაზღვრეებმა 6 ქართველი არალეგალი დააკავეს, რომლებიც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ. ამის შესახებ ლიტვური მედია იუწყება.
ვარენსკის რაიონში ჯერ ნაკვალევი აღმოაჩინეს, დაკავება კი კინოლოგთა დახმარებით მოხერხდა. დაკავებულები არიან 28-დან 34 წლამდე საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ ჰქონდათ ვიზები შენგენის ზონაში შესასვლელად.
პარალელურად, საეჭვო ნაკვალევის საშუალებით, რომელიც ბელორუსიდან ლიტვისკენ მიდიოდა, კიდევ 4 საქართველოს მოქალაქე გამოავლინეს – ვიზების გარეშე.
ყველა დაკავებულის მიმართ საგამოძიებო მოქმედებებია დაწყებული.
როგორც გამოცემა "დელფი” იუწყება, წელს, ლიტველმა მესაზღვრეებმა 259 არალეგალი საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
Internet.ge