აღმოჩნდა, რომ სიმსივნე, რომელიც რეჟისორის თვითმკვლელობის მიზეზად დასახელდა, მას არ ჰქონია
ორი თვის შემდეგ,
რაც ცნობილი
რეჟისორი ტონი
სკოტი ლოს-ანჟელესის ხიდიდან
გადახტა, ცნობილი
გახდა, რომ
პოლიციისა და
ნათესავების ვერსიები
სუიციდის აქტთან
დაკავშირებით, რეალობისგან
საკმაოდ შორის
იყო.
ეს გვამის გაკვეთის
შედეგების გამოქვეყნების შემდეგ
გახდა ცნობილი.
თვითმკვლელობის მიზეზად ითვლებოდა
ტვინის ავთვისებიანი
სიმსივნე, რომელიც
რეჟისორს დაუდგინეს
და თითქოსდა,
სკოტი ამ
დიაგნოზს ვერ
შეეგუა. თუმცა
გაკვეთის შედეგებმა
აჩვენა, რომ
არანაირი სიმსივნე
რეჟისორს არ
ჰქონია და
საერთოდაც, მას
არანაირი სერიოზული
დაავადება არ
ჰქონია, რაც
თვითმკვლელობის მიზეზი
შეიძლება გამხდარიყო.
თუმცაღა, ორგანიზმში აღმოაჩინეს
ძლიერი დამამშვიდებელი საშუალებებისა და
ანტიდეპრესანტების კვალი,
რომლებმაც შესაძლოა,
ადამიანს თვითმკვლელობა გადააწყვეტინოს.
ერთია თავად რეჟისორის
თვითმკვლელობის რეალური
მიზეზის დადგენა
და მეორე
ექიმების დიაგნოზი,
რომელიც მცდარი
აღმოჩნდა და
რომლის გამოც,
შესაძლოა, მათი
პასუხისმგებლობის საკითხი
დადგეს. მითუმეტეს,
თუკი ის
თვითმკვლელობის მიზეზად
სახელდება.
Internet.ge