უკრაინის დნეპროპეტროვსკის სამართალდამცველი ორგანოები
ცხოველების მიმართ
სასტიკი მოპყრობის
ფაქტებს იძიებენ.
ეჭვმიტანილი 23 წლის ნიკოლაი
გაჯუკია, რომელიც
13 წლის გოგონას
გაუპატიურებისთვისაა გასამართლებული, თუმცა
არა ციხეში,
არამედ შინაპატიმრობაშია.
სწორედ ამ პერიოდში
მან ასობით
ცხოველი აწამა
– მჟავასა და
შესადუღებელი ხელსაწყოს
გამოყენებით.
ირკვევა, რომ გაჯუკს
არანაკლებ 100 ლეკვი ჰყავს
წამებით მოკლული.
ოჯახის წევრებმა
მისი ამ
ჰობის შესახებ კარგად
იცოდნენ, თუმცა
გარდა იმისა,
რომ მოკლულ
ცხოველებს ითვლიდნენ,
სხვას ვერაფერს
აკეთებდნენ.
ახალგაზრდა მამაკაცი ლეკვებს
მჟავას ასხამდა,
თათებს ამტვრევდა
და შესადუღებელი
ხელსაწყოთი სასქესო
ორგანოებსა და
მუცელს უწვავდა.
როცა ძაღლი
მოკვდებოდა,
მას ნაგავსაყრელზე აგდებდა,
ეზოში კი
მორიგ მსხვერპლს
იჭერდა.
ცხოველების წამების ამბავი
მას შემდეგ
გახდა ცნობილი,
რაც გაჯუკს
სახლში სამართალდამცველები შესამოწმებლად ეწვივნენ.
ისინი შოკში
ჩავარდნენ – იატაკზე
7 ლეკვი ეგდო
– ზოგი ტკივილისგან
წკავწკავებდა, ზოგიც
უკვე მკვდარი
იყო. იქვე
ეყარა წამების
იარაღებიც.
Internet.ge