ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილმა უკვე მეორე პირმა მოიკლა თავი.
„ლაიფ-ნიუსის“ ცნობით, 22 თებერვალს, ანქვაბზე თავდასხმის მონაწილემ, რამდენიმე
დღის წინ დაკავებულმა ვინმე ხუტაბამ, თავი სოხუმის საგამოძიებო იზოლატორის საკანში
ჩამოიხრჩო.
„დაკავებულმა თავი მოიკლა“ - იუწყება წყარო გამოძიებიდან.
ხუტაბა 14 აპრილს ტერაქტში ეჭვმიტანილ 3 პირთან ერთად დააკავეს. ის ბრალს არ
აღიარებდა და ამბობდა, რომ ჰქონდა ალიბი.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ანქვაბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილმა პირმა
თვითმკვლელობა ჩაიდინა. გუშინ საკუთარ ბინაში პისტოლეტით თავი მოიკლა აფხაზეთის
ყოფილმა შს მინისტრმა ალმასბეი კჩაჩმა, რომელიც ანქვაბზე განხორციელებული ტერაქტის
ორგანიზებაში იყო ეჭვმიტანილი.
კჩაჩი,
სამართალდამცველებს, რომლებიც მასთან დასაკავებლად მივიდნენ, ოთახში მკვდარი
დახვდათ.
internet.ge