ვაშლიჯვარში, გოძიაშვილის ქუჩაზე მდებარე თამბაქოს მაღაზია და პურის საცხობი გატეხეს. შემთხვევა სავარაუდოდ გვიან ღამით მოხდა.
როგორც მაღაზიის თანამშრომელი აცხადებს, დილით სარკმელი გატეხილი დახვდა.
მისივე თქმით, მაღაზიიდან წაღებულია 300 ლარი და სიგარეტის ბლოკები, ხოლო იქვე მდებარე პურის საცხობის კასაში დაახლოებით
70 ლარი იყო,
რომელიც დილით არ დახვდათ.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
internet.ge