ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის ოფიცერი იმ ჯგუფის წევრი იყო, რომელიც იტაცებდა, აუპატიურებდა და საკვებად იყენებდა მსხვერპლს.
გილბერტო ვალე ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ მდგომარეობას და მომავალ მსხვერპლთა შესახებ ცნობებს აგროვებდა.
რამდენიმე თვის განმავლობაში მან 100 ფოტოსურათი შეკრიბა, რომლებიც თანამზრახველებს გადასცა და ამაში 5000 დოლარი აიღო.
28 წლის ვალემ ტექსტური შეტყობინებები გაუგზავნა ვინმე CC-1 და и КС-2-ს, სადაც წერდა, რომ აპირებს მოიტაცოს, გააუპატიუროს, აწამოს და შემდეგ საკვებად მოამზადოს ქალის სხეულის ნაწილები.
"მე ცეცხლზე დავსვამ მას, რომ რაც შეიძლება დიდხანს იტანჯოს. მე საკმაოდ დიდი ღუმელი მაქვს, რომ იქ ამ გოგონებიდან ერთ-ერთი შეეტიოს” - წერდა ოფიცერი.
ის მსხვერპლს ჯერ ნარკოტიკებს აძლევდა
და აძინებდა.
"მე ჯერ გავაუვნებელყოფ მას და შემდეგ ხელ-ფეხს შევუკრავ. არ მინდა გავაუპატიურო, რადგან შემდეგ ჯერზე ცდუნება არ მქონდეს. შენ გადაიხადე მასში და მერე რაც გინდა ის უქენი, ის შენია” - სწერდა მეორე კლიენტს პოლიციელი.
"ის ძალიან გემრიელად გამოიყურება, ხომ მართალია?” - ვკითხულობთ მის შეტყობინებებში.
კომპიუტერში აღმოჩენილ კიდევ ერთ წერილს კი ასეთი სათაური ჰქონდა: "მოტაცება და საკვების მომზადება – მსხვერპლი 1”. ფაილი შეიცავდა ქალის ფოტოსა და დაბადების თარიღს, ასევე საჭირო იარაღების, მათ შორის, ქლოროფილისა და ბაწრის ჩამონათვალს.
გილბერტის თანამშრომლები გაოგნებულები არიან, რადგან აცხადებენ, რომ არასოდეს შეუმჩნევიათ მისთვის ფსიქიური არამდგრადობა.
სამართალდამცველებმა დროულად მოასწრეს პოლიციელისა და მისი კანიბალი მეგობრების გამოვლენა და ზემოაღნიშნული 100 ქალბატონიდან არავინ დაზარალებულა.
საქმეზე თავად ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტი და გამოძიების ფედერალური ბიურო მუშაობდა.
Internet.ge