ფლორიდას შტატში პოლიციამ დააკავა ჩინური რესტორნის მეპატრონე, რომელმაც კლიენტს ცეცხლი გაუხსნა იმის გამო, რომ
მას სუში არ მოეწონა და ფულის გადახდაზეც უარი თქვა.
კლიენტმა ოფიციანტს განუცხადა, რომ
საკვები ახალი არ იყო და არ აპირებდა ფული გადაეხადა.
ცეცხლი სწორედ ოფიციანტთან დიალოგის დროს გაიხსნა. კუოკუ ჩონგ ტრანუმ იარაღი გამოიტანა და
დარბაზში გაისროლა. საბედნიეროდ, კლიენტს ტყვია ასცდა, რესტორნის მეპატრონე კი დააკავეს.
Internet.ge