სმოლენსკის ტრაგედიის მოწმე ვარშავასთან, საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს.
42 წლის ბორტ-ინჟინერის რემიგუშ მუსიას ცხედარი მისივე სახლის სარდაფში აღმოაჩინეს. პროკურატურის განცხადებით, სავარაუდოდ, ეს თვითმკვლელობაა, თუმცა ამას ექსპერტიზა დაადგენს, ისევევ როგორც თვითმკვლელობის მიზეზს.
მუსი ტრაგედიის დროს იაკ-4-ის ბორტზე იმყოფებოდა, რომელიც სმოლენსკში კაჩინსკის თვითმფრინავის დაფრენამდე დაჯდა. ის ამტკიცებდა, რომ ესმოდა პრეზიდენტის თვითმფრინავის ეკიპაჟისა და აეროპორტის დისპეჩერების საუბრები, რომლის თანახმადაც პრეზიდენტის პილოტებს უფლება მისცეს დაჯდომის გადაწყვეტილების მიღებამდე 50 მეტრის სიმაღლეზე დაშვებულიყვნენ. აღსანიშნავია, რომ ამ საუბრების სტენოგრამაში 100 მეტრის სიმაღლეა მითითებული.
პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავს ტრაგედია 2010 წლის 10 აპრილს სმოლენსკში შეემთხვა, რა დროსაც ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო ელიტა დაიღუპა.
Internet.ge