თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, „საუკუნის ძარცვაში“ ბრალდებულთა სასამართლო პროცესი განახლდება.
დღევანდელ
პროცესზე, რომელიც 12:00 საათზეა ჩანიშნული, ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან.
საქმე
ეხება თურქეთის ქალაქ ორდუში მომხდარ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროსა და
ძვირფასი ნივთების ქურდობის
ფაქტს.
ადგილობრივი
მედიასაშუალებების ინფორმაციით, ორდუში, 9 მარტს, საიუველირო მაღაზიიდან
განსაკუთრებით დიდი ოდენობის ოქროს ნაკეთობები იქნა მოპარული. დამნაშავეებმა
მაღაზიაში გვირაბის მეშვეობით შეაღწიეს. საქმესთან დაკავშირებით საქართველოს სამი
მოქალაქეა დაკავებული. დაკავებულებიდან დანაშული ამ დროისთვის მხოლოდ ერთმა
აღიარა. ძებნაშია კიდევ სამი პირი.
საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტმა ქურდობაში
ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქეები 14 მარტს დააკავა.
დაკავებულებს
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
internet.ge