ახალგაზრდა
იურისტთა ასოციაციამ, ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის საქმეზე ახალი მტკიცებულებები წარმოადგინა.
საიას
წარმომადგენლების
განცხადებით,
ავტომობილში
მსხდომ პირთაგან გადარჩენილი ბონდო (ბუბა) ფუთურიძემ საიას ადვოკატს, გაგი მოსიაშვილს, ახსნა-განმარტება მისცა, რითაც მან უარყო სასამართლოში მიცემული პირველადი ჩვენება და განმარტა, რომ სასამართლოში დაფიქსირებული ჩვენება ზეწოლის შედეგს წარმოადგენდა. ფუთურიძემ ახსნა-განმარტებაში მიუთითა, რომ ის და მისი მეგობრები არც საყაჩაღოდ მიდიოდნენ და არც იარაღი ჰქონიათ.
“მტკიცებულებათა
გაყალბების
ფაქტებზე მიუთითებენ ასევე პოლიციელთა თანამშრომლები.
23 ოქტომბერს
ერთ-ერთმა პოლიციელმა დაცვის მხარის მიერ შედგენილ გამოკითხვის ოქმში განმარტა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღით თავად განახორციელეს შსს-ს საკუთრებაში არსებული ავტომანქანის დაზიანება, ხოლო ექსპერტის დახმარებით ცდილობდნენ მტკიცებულებების
ფალსიფიცირებას
და იმ ვერსიის გამყარებას, თითქოს შსს-ს კუთვნილ ავტომანქანაზე არსებული ნატყვიარი "BMW” მარკის
ავტომობილში
მსხდომ პირთა მიერ პოლიციელთა მიმართულებით სროლის კვალია”,- აცხადებენ საიაში.
საია
მთავარ პროკურორს აღნიშნულ საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს.
შეგახსენებთ,
რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ თბილისში, კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად "BMW” მარკის
ავტომობილში
ჩაცხრილულ
იქნენ ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი. შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, მითითებული პირები საყაჩაღოდ მიდიოდნენ და სპეცოპერაციაში მონაწილე შსს-ს თანამშრომლებმა ცეცხლი გახსნეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათი ავტომანქანიდან პოლიციის მიმართულებით სროლა განხორციელდა.
Internet.ge