უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე ხიდთან, 19 წლის გოგონას უცნობი მამაკაცი თავს დაესხა.
გოგონა ლექციების დასრულების შემდეგ სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც ინციდენტი
მოხდა.
ამ დროისათვის გოგონა ღუდუშაურის სავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების
განცხადებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც ცნობილია სტუდენტმა თავში მძიმე საგნის ჩარტყმის შედეგად გონება
დაკარგა. აღნიშნულ საქმეზე დაწყებულია ძიება.
Internet.ge