მოსკოველმა
სამართალდამცავებმა აზერბაიჯანის მოქალაქის
საზარელი მკვლელობის
გამო სამი პოლიციელი
დააკავეს.
წინასწარი ინფორმაციით,
ისინი დანაშაულებრივი
ჯგუფის წევრები იყვნენ,
რომელიც ავტომანქანების
გატაცებით იყო დაკავებული.
დაკავებული პოლიციელები
22, 26 და 21 წლისანი არიან.
სამივე მათგანი აღიარებით
ჩვენებას იძლევა.
გამოძიების მონაცემებით,
დანაშაულებრივმა ჯგუფმა ავტომანქანის
დაუფლების მიზნით 77 ჭრილობა
მიაყენა აზერბაიჯანის
მოქალაქეს, რომლის ცხედარიც
ტყეში იპოვეს. გვამი
მიწაში იყო ჩამარხული,
მისი მანქანა კი
მოსკოვში გასაყიდად
ჩაიყვანეს, თუმცა ამას
ორიგინალური მეთოდით აპირებდნენ
– მკვლელმა-პოლიეციელებმა
მოკლულის ნათესავებს
დაურეკეს და მანქანისათვის
გამოსასყიდი – 150 ათასი ევრო
მოსთხოვეს.
Internet.ge