ყაჩაღობა მოხდა კახეთში, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ნინიგორის სკოლის
დირექტორ ალბერტ არეშელაშვილ თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც მას საკუთარ სახლში ეძინა.
როგორც დაზარალებული აცახადებს, მან თავდამსხმელი ამოიცნო. სკოლის
დირექტორი ხელს მეზობელს თამაზ კაპანაძეს
ადებს.
მისი თქმთ, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა კაპანაძემ მას მუქარით 100 აშშ დოლარი გამოსძალა და
მობილური ტელეფონი წაიღო.
ეჭვმიტანილმა დაზარალებულს თავში იარაღის ტარი ჩაარტყა და ხელი ცივი
იარაღით დაუზიანა.
კაპანაძე ყაჩაღობიდან რამდენიმე წუთში ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლებმა
დააკავეს.
საქმე ყაჩაღობის მუხლითაა აღძრული და მას შს სამინისტროს ლაგოდეხის სამმართველო იძიებს.
internet.ge