32 წლის ქალბატონი თავისა და სახის არეში მიყენებული დაზიანებების
გამო გურჯაანის სამედიცინო ცენტრში მკურნალობის კურსს გადის.
გავრცელებული ინფორმაციით,
ეკა ჩალათაშვილი ყოფილმა მეუღლემ ქუჩაში სცემა.
დაზარალებულის დედა - ნაზო ჩალათაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილისა და
ყოფილი სიძის დაშორების მიზეზი ძალადობა და რთული ეკონომიური პირობები იყო.
მისი თქმით, ეკა ჩალათაშვილი მეუღლეს 2 თვის წინ დაშორდა.
საქმეს შს სამინისტროს გურჯაანის განყოფილება იძიებს.
Internet.ge