ლევან
გაჩეჩილაძის
ვაჟს, გაგა გაჩეჩილაძეს ბრალს დღეს წაუყენებენ.
დაკავებულის
ადვოკატის ლალი აფციაურის
განცხადებით, გაგა
გაჩეჩილაძისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებით.
ადვოკატის ვარაუდით, სასამართლო პროცესის შემდეგ დაკავებულის თავდებით გათავისუფლების
საკითხს დააყენებენ.
შს
სამინისტროს
ინფორმაციით,
ძველი თბილისის რაიონულმა სამმართველომ გიორგი გაჩეჩილაძე დააკავა. გაჩეჩილაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით წაუყენეს (ხულიგნობა, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით).
საქმე
ეხება 27 ოქტომბერს, გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე კაფე „გალერეაში" მომხდარ ჩხუბს, რომლის დროსაც კაფის დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი ირაკლი ცინდელიანი დაიჭრა.
შეგახსენებთ,
რომ გიორგი გაჩეჩილაძე ლევან გაჩეჩილაძის ვაჟია.
internet.ge