ლევან
გაჩეჩილაძის
ვაჟს, გაგა გაჩეჩილაძეს ბრალი დღეს, სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით წაუყენეს (ხულიგნობა, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით), რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკავებულის
ადვოკატის
ლალი აფციაურის განცხადებით, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს, რადგან ის არ ჩაუდენია.
შეგახსენებთ,
რომ საქმე ეხება 27 ოქტომბერს, გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე კაფე „გალერეაში"
მომხდარ ჩხუბს, რომლის დროსაც კაფის დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი ირაკლი ცინდელიანი დაიჭრა.
internet.ge