ნიუ-მექსიკელი
პოლიციელი პასუხს
აგებს 10 წლის
მოზარდის მიმართ
შურისძიებაზე. შურისძიება
კი კრის უებმა
მხოლოდ იმიტომ
გადაწყვიტა, რომ
ბიჭუნამ უარი
თქვა პოლიციელის
მანქანა გაერეცხა.
სკოლის ეზოში
შეკრებილი ბავშვები
პოლიციელის ავტომანქანას
მიუახლოვდნენ, რათა
ეკითხათ რჩევა,
- რომელ პროფესიას
დაუფლებოდნენ მომავალში.
თუმცა პასუხად
უებმა მათ
მანქანის გარეცხვა
მოსთხოვა. 10 წლის
ბიჭმა კი
უპასუხა, რომ
ის და მისი
მეგობრები ამას
არასოდეს გააკეთებდნენ.
ამის შემდეგ
პოლიციელი ბავშვს
მიუახლოვდა და
სიტყვებით –"მომეცით
საშუალება განახოთ,
რა ემართებათ
იმ ადამიანებს,
რომლებიც არ
უჯერებენ პოლიციას”,
მოზარდს ელექტროშოკური
პისტოლეტიდან ესროლა
და როგორც
ადგილობრივი გამოცემები
წერენ, ბიჭუნას
სხეულში 50 000 ვოლტის
სიმძლავრის მუხტი
შეუშვა. ბიჭუნა
წაიქცა, თუმცა
უებმა იგივე
კიდევ ერთხელ
გაიმეორა, შემდეგ
კი უგონო მდგომარეობაში
მყოფი ბავშვი
დირექტორის კაბინეტში
დასასჯელად აიყვანა.
ბიჭუნას დაზიანების
კვალი სხეულზე
მაშინვე დაეტყო,
მას დაეწყო
ფსიქიური პრობლემებიც.
ექიმებმა მოზარდს
პოსტტრავმული სტრესული
აშლილობის დიაგნოზი
დაუსვეს. პოლიციელი
კი სასამართლოს
განაჩენს ელოდება.
Intrnet.ge