ლევან გაჩეჩილაძის ვაჟს, გაგა გაჩეჩილაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით წაუყენეს, აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო კი, დღეს იმსჯელებს.
პროცესი საქალაქო სასამართლოში, 12:00 საათზეა ჩანიშნული.
გაჩეჩილაძეს ბრალი 239-ე მუხლით აქვს წაყენებული, (ხულიგნობა, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით), რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკავებულის ადვოკატის ლალი აფციაურის განცხადებით, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს, რადგან ის არ ჩაუდენია.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 27 ოქტომბერს, გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე კაფე „გალერეაში" მომხდარ ჩხუბს, რომლის დროსაც კაფის დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი ირაკლი ცინდელიანი დაიჭრა.
Internet.ge