დედოფლისწყაროს ცენტრში არსებული
ტანსაცმლის მაღაზია გვიან ღამით
გაძარცვეს. არსებული ინფორმაციით მძარცველმა ობიექტის ფანჯრის გაღება
მოახერხა და მაღაზიაში ამ გზით მოხვდა.
როგორც მაღაზიის მეპატრონე მაგული ცქიტიშვილი აცხადებს, წაღებულია
საქონლის დიდი ნაწილი, შესაბამისად ზარალიც დიდია.
ადგილზე უკვე იმყოფებოდა საპატრულო პოლცია და ექსპერტ კრიმინალისტთა
ჯგუფი.
საქმეს შს სამინისტროს დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველო იძიებს.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ბოლო წლების განმავლობაში ეს ძარცვის
პირველი შემთხვევაა.
Internet.ge