აფრასიძეების ადვოკატები 2004 წელს ჩატარებული სპეცოპერაციის საქმის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავენ
აფრასიძეების
ოჯახის ადვოკატებმა ირმა ჭკადუამ
და
მალხაზ ჯანგირაშვილმა 2004 წელს სვანეთში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალების ხელახლა გამოძიების
მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება შეიტანეს.
"ჩვენ ვთხოვთ პროკურატურას სისხლიანი, ე.წ.
სპეცოპერაციის
გამოძიებას
ობიექტურად,
რომელიც აფრასიძეების ოჯახის წინააღმდეგ განხორციელდა. გიორგი ბარამიძემ სპეცოპერაციას ომის კვალიფიკაცია უკვე მიანიჭა, ანუ მან დაადასტურა, რომ იქ ომი მოხდა. ჩვენ გვინდა ყველა დეტალი იქნეს გამოძიებული და შესწავლილი პროკურატურის მიერ", - განაცხადა ჭკადუამ.
ამასთან, ადვოკატი ყოფილი მაღალჩინოსნების
წინააღმდეგ
სისხლის სამართლის საქმის აღძვრას
მოითხოვს.
შეგახსენებთ, სვანეთში სპეცოპერაცია
2004 წელს
ჩატარდა, დაიუპნენ ევგენი და ომეხი აფრასიძეები.
გოჩა
და შმაგი აფრასიძეები კი ამჟამადაც საპატიმროში იმყოფებიან.
Internet.ge