GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მსჯავრდებულთა განცხადებით, მათ ჯანმრთელობას ჯეროვანი ყურადღება არ ექცევა
15:07 03.11.2012
დღის სიახლეები

სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტი ტუბერკულოზით დაავადებულთა მსჯავრდებულთა #19 დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერნეტ.ჯი“ უცვლელად გთავაზობთ.

„2012 წლის 2 ნოემბერს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები იმყოფებოდნენ ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა N19 სამკურნალო დაწესებულებაში. მონიტორინგის მომენტისთვის დაწესებულებაში სიმშვიდე იყო, თუმცა მსჯავრდებულები უკმაყოფილებას გამოხატავდნენ დაწესებულებაში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო.  

მსჯავრდებულთა განცხადებით, მათ ჯანმრთელობას არ ექცევა ჯეროვანი ყურადღება. ისინი არ არიან უზრუნველყოფილნი სათანადო მედიკამენტებით, მათ შორის, ღვიძლის და სხვა ორგანოების დამცავი პრეპარატებით, რაც აუცილებელია ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობისას.

მსჯავრდებულები აცხადებენ, რომ N19 დაწესებულების მთავარი ექიმი, ოთარ ტრაპაიძე არ ასრულებს თავის მოვალეობებს, კერძოდ, არ ინტერესდება ავადმყოფების მდგომარეობით, მიზანმიმართულად არ ახდენს მძიმე ავადმყოფების წარდგენას სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზაზე სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მიზნით, ხოლო თუ ავადმყოფი პატიმარი თავისი ხარჯებით ჩაიტარებს ექსპერტიზას, ოთარ ტრაპაიძე სასამართლოს არწმუნებს, რომ თვითონ შეძლებს მის განკურნებას N19 დაწესებულებაში. განცხადებაში მოყვალია ცხრა მსჯავრდებულის გვარი, რომლებიც სასჯელაღსრულების სისტემაში სწორედ ამგვარი გულგრილი დამოკიდებულების გამო გარდაიცვალნენ და აღნიშნულია, რომ ეს სია არ არის ამომწურავი“,– აღნიშნულია განცხადებაში.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მსჯავრდებულთა განცხადებით, მათ ჯანმრთელობას ჯეროვანი ყურადღება არ ექცევა1
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“2
როგორ გავაწყოთ ლამაზად სააღდგომო სუფრა3
ფორბს საქართველოს მიხედვით ჰიპერმარკეტი „გორგია“სამშენებლო-სარემონტო მასალების სფეროს უპირობო ლიდერია.4
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X