შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ბენზინგასამართ სადგურზე მუქარით ფულის გამოძალვის მცდელობა აღკვეთეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში ერისთავის ქ. # 1-ში მდებარე ვისოლის ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელს მოქალაქე ნიკოლოზ ჭყოიძე ემუქრებოდა. მას თან ცივი იარაღი - დანა ჰქონდა.
ნიკოლოზ ჭყოიძის განეიტრალება დაცვის პოლიციისა და პატრულის თანამშრომლებმა შეძლეს.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით. დაკითხულია ნიკოლოზ ჭყოიძე. მიმდინარეობს გამოძიება.
internet.ge