ბრალდებული, რომელსაც ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით შენახვისათვის შვიდიდან თოთხმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, სასამართლოს მიერ სრულად გამართლდა.
ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის ბიუროდან აცნობეს.
საქმის
მასალების
მიხედვით,
სამართალდამცავებმა,
ჩხრეკის შედეგად, ბრალდებულის მშენებარე სახლიდან 358 გრამი ნედლი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა ამოიღეს. ნ.ბ. თავს დამნაშავედ არ სცნობდა. მას დამცევლად საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნა.
მთავარ
სასამართლო
სხდომაზე საზოგადოებრივმა
ადვოკატმა
ყურადღება
გაამახვილა
იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება ნარკოტიკული საშუალების ნ.ბ.-სადმი კუთვნილებას უტყუარად არ ადასტურებდა. კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებით ირკვეოდა, რომ სოფლის გზის პირას მდებარე სახლი, საიდანაც ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, იყო მშენებარე, კარების, ფანჯრების ან რაიმე დამცავი საშუალებების გარეშე და მასში შეღწევა ნებისმიერ პირს შეეძლო. შესაბამისად, გიორგი ჯეირანაშვილმა თავისი დაცვის ქვეშ მყოფის გამართლება მოითხოვა.
საბოლოოდ,
გორის რაიონულმა სასამართლომ საზოგადოებრივი ადვოკატის პოზიცია გაითვალისწინა და ნ.ბ.-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.
internet.ge